LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი მშობიარობის შემდეგ საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა

964
Webp

ბრიტანეთში დედოფლის ოფიციალურ დაბადების დღეს აღნიშნავენ. 93 წლის ელისაბედ მეორის პატივსაცემად ლონდონში ტრადიციული სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრები დაესწრნენ.

მათ შორის იყო პრინცი ჰარის მეუღლეც. მშობიარობის შემდეგ მეგან მარკლი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. მას “ჟივანშის” მუქი ლურჯი ფერის კოსტიუმი ეცვა.

აღლუმში ათას 400 სამხედრო, სამასი ცხენი და 400 მუსიკოსი მონაწილეობდა.

ღონისძიება ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების გადაფრენით დასრულდა. შოუს სამეფო ოჯახის წევრები ბუკინგემის სასახლის აივნიდან ადევნებდნენ თვალს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები