LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი დღიურების გამოქვეყნებას გეგმავს, სადაც საკუთარ ცხოვრებასა და პრობლემებზე ისაუბრებს

113
arc-eeb3

უამრავი ჭორი დაბადა ,,დეილი მეილის” ინფორმაციამ, თითქოს მალე მეგან მარკლის და პრინც ჰარის ბიოგრაფია გამოიცემა. ამბობენ, თითქოს მარკლის ის დღიურები გამოქვეყნდება, რომელსაც ლონდონში ცხოვრებისას აწარმოებდა. ტაბლოიდის მტკიცებით, სამფო ოჯახთან ურთიერთობის გაწყვეტის და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მეგანს ღიად სურს საკუთარ ცხოვრებასა და პრობლემებზე საუბარი. თუმცა, პუბლიცისტები დარწმუნებული არიან, რომ მარკლი მხოლოდ ავტობიოგრაფიით არ შემოიფარგლება და ბევრ საიდუმლოს გაამხელს, რადგან საკმაოდ ბევრი დაუგროვდა სათქმელი.

როგორი დამაინტრიგებელი არ უნდა იყოს ინფორმაცია მეგან მარკლის პირად დღიურებზე, ჯერ დაზუსტებით არაფერია ცნობილი. მართალია, წიგნის გამოცემა 2020 წლის აგვისტოსთვის დაანონსდა, მაგრამ თავად მარკლი უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე და ჯერჯერობით ყველაფრის საიდუმლოდ შენახვას ამჯობინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები