LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი აპირებენ, შვილი ობამებს მოანათლინონ

167
megan

მოულოდნელი გადაწყვეტილება სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიისგან – პირველი შვილი, პატარა პრინცი არჩი, შესაძლოა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ მიშელმა მონათლონ. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ნათლობა მომავალ თვეში იგეგმება.

წყვილს კარგი ურთიერთობა აქვს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტთან. უფრო მეტიც, მიშელი მეგანის მენტორია.

ცნობილია, რომ მეგანს დონალდ ტრამპი არ მოსწონს და მისი კრიტიკით გამოირჩეოდა წინასაარჩევნოდ. თეთრი სახლის ლიდერის ლონდონში ვიზიტისას ის საზეიმო ვახშამსაც არ დაესწრო.

შეგახენებთ, პრინც ჰარის მეუღლემ ლონდონში პორტლენდის საავადმყოფოში იმშობიარა. მათ ვაჟი 6 მაისს შეეძინა. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ არჩი საზოგადოებას 8 მაისს გააცნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები