LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი 40 წლის გახდა – პრინცმა ჰარიმ მეუღლეს პატარა ტორტი აჩუქა

202
megannews45

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი 40 წლის გახდა.  იუბილე პრინცი ჰარის მეუღლემ მონტესიტოს სახლის ტერიტორიაზე გადაიხადა, სადაც ჯამში 65 სტუმარი იყო დაპატიჟებული. მათ შორის გახლდათ კოლინა კოუი, რომელიც გახლდათ კიდეც ამ ღონისძიების ორგანიზატორი.

ცნობილია, რომ დაბადების დღისთვის პრინცმა ჰარიმ მეგან მარკლის პატარა ტორტი აჩუქა. ტორტის ფოტო კომპანია Posies & Sugar-მა გაავრცელა, რომელიც ცნობილია თავისი მინიმალისტური დეკორაციებით.

პირველი, ვინც მეგანს იუბილე მიულოცა, ქეით მიდლტონი იყო. პრინცმა უილიამმა და მიდლტონმა საკუთარ გვერდზე 2018 წელს გადაღებული მეგან მარკლის ფოტო გააზიარეს და მას დაბადების დღე მიულოცეს. ასევე ოფიციალური მილოცვის წერილი გაავრცელა ბუკინგენის სასახლემაც და მას დედოფლის ხელმოწერა ახლდა. მეგანს იუბილე პრინცმა ჩარლზმა და კამილა პარკერ ბოულზმაც მიულოცეს.

მეგან მარკლიმ ქეით მიდლტონს დაურეკა და სამეფო ოჯახთან შერიგებაში დახმარება სთხოვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები