LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგ რაიანმა 12 წლის ქალიშვილი გამოაჩინა (ფოტო)

605

ბოლო 2 წელია, მეგ რაიანი აქტიურადაა დაკავებული სარეჟისორო საქმიანობით. მის ახალ ფილმში მთავარ როლებს ტომ ჰენქსი და მსახობის ვაჟი, 24 წლის ჯეკ ქუაიდი ასრულებენ. ზოგადად, რაიანი იშვიათად ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შვილებთან ერთად, თუმცა, ბოლოს დროს, გამონაკლისებიც ხდება.  

54 წლის მსახიობი 12 წლის ქალიშვილთან, დეზი ტრუსთან ერთად დააფიქსირეს. რაიანი ნიუ-ორკის ქუჩებში საშოპინგოდ იყო გამოსული და შვილთან ერთად ხელჩაკიდებული სეირნობდა.

მეგ რაიანმა 2004 წელს დაბადებული დეიზი ტრუ 2006 წელს ჩინეთში იშვილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები