ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოინჟინერთა გუნდმა შექმნა უნიკალური პირბადე, რომელიც COVID-19–ის აღმოჩენის დროს ანათებს.

„როდესაც საჰაერო სივრცეს გავხსნით, ნიღაბი ძალიან გამოგვადგება სასაზღვრო კონტროლის გავლისას თუ თვითმფრინავში ასვლისას“ – უთხრა პროფესორმა ჯიმ კოლინსმა Business Insider–ს.

„ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე სამსახურში წასვლისას თუ უკან დაბრუნებისას. საავადმყოფოებს მისი გამოყენება იმ პაციენტებთან შეუძლიათ, რომლებსაც მოსაცდელში უწევთ ყოფნა“.

აღსანიშნავია, რომ ჰარვარდის მეცნიერებმა 2014 წელს შექმნეს სენსორებიანი ნიღაბი, რომელსაც გარკვეულ პირობებში ებოლას ვირუსის ამოცნობა შეეძლო.

ახალი ნიღაბი კი სიგნალს მაშინ გამოსცემს, როდესაც ახლო მანძილზე იმყოფება  კორონავირუსის მქონე ადამიანი და ის ახველებს, აცემინებს ან უბრალოდ სუნთქავს.

სპეციალისტები ამჟამად ნიღბის დიზაინზე მუშაობენ და იმას განიხილავენ სენსორები შიდა მხარეს დაუმონტაჟონ თუ შექმნან მოწყობილობა, რომელიც ნებისმიერ პირბადეზე დამაგრდება.

კოლინსის განცხადებით, ინოვაციური პირბადე ჯერ მხოლოდ მუშაობის პროცესშია და ადრეულ ეტაპზეც კი არაჩვეულებრივი შედეგი აქვთ. ხოლო რამდენიმე კვირაში  ე.წ. დეტექტორის რეალურ პირობებში დატესტვას დაიწყებენ.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05