LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერები: „სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში კოვიდის წამალი გვექნება“

297
covidnews5

ის დრო, როდესაც კოვიდ-19-ის სამკურნალო საშუალების აფთიაქში შეძენას შევძლებთ, შესაძლოა არც ისე შორსაა. ამერიკელი მეცნიერების თქმით, ამ მხრივ მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და კანდიდატი მედიკამენტები კარგ შედეგებს აჩვენებენ.

მკვლევრების პათოსს იზიარებს 44 წლის ექთანი მირანდა კერი, რომელიც ქმართან ერთად ერთ-ერთი ექსპერიმენტული ანტივირუსული წამლის კლინიკურ კვლევაში ჩაერთო. კელის განცხადებით, მას დიაბეტი და მაღალი წნევა აწუხებს, მის მეუღლესაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ამიტომ მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულნი იყვნენ, ორივე ძალიან შეშინდა. ცოლ-ქმარმა ახლომდებარე კვლევითი ცენტრის პროექტში მონაწილეობა გადაწყვიტა და მიუხედავად იმისა, რომ მათ ზუსტად არ იციან, პლაცებოს აძლევდნენ თუ მედიკამენტს, ორივე დარწმუნებულია იმაში, რომ ტაბლეტები წამალი იყო, რომელიც მათ სწრაფ გამოჯანმრთელებაში დაეხმარა.

სამკურნალო საშუალების შექმნა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, სრულიად შეცვლის პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში შექმნილ სურათს.

„ორალურ ანტივირუსულ პრეპარატებს აქვს არა მხოლოდ ვირუსისაგან განკურნების, არამედ გადამდებლობის შემცირების უნარი“– აცხადებს ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის პროფესორი, ვირუსოლოგი ტიმოთი შიეენი, რომელიც თერაპიების დანერგვაში მონაწილეობდა.

ნებისმიერი ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად ანტივირუსული პრეპარატები საუკეთესო საშუალებაა. მსგავსი მედიკამენტები მედიცინაში C ჰეპატიტის და შიდსის სამკურნალოდ გამოიყენება. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ყველაზე ცნობილი საშუალებაა „ტამიფლუ“, რომელსაც შეუძლია ადამიანი ჰოსპიტალიზაციას გადაარჩინოს, თუ მკურნალობა დროულად დაიწყება.

ანტივირუსული პრეპარატები სხვადასხვა პრინციპით მუშაობს. მათი ნაწილი იმუნური სისტემის გაძლიერებას და შესაბამისად, ვირუსთან ეფექტურ ბრძოლას უწყობს ხელს, ნაწილი რეცეპტორებს ბლოკავს, რომ ვირუსმა ჯანსაღ უჯრედებში შეღწევა ვერ შეძლოს, ნაწილი კი თავად ვირუსს ანადგურებს.

ამ ეტაპზე კლინიკური გამოცდის სხვადასხვა ფაზაში სამი იმედისმომცემი, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი იმყოფება. კვლევების შედეგებს კი უკვე შემოდგომის ბოლოს ან ზამთარში ელიან.

„ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე თვის შემდეგ ზუსტად გვეცოდინება ამ ტაბლეტების რეალური პოტენციალი“,- ამბობს ვირუსოლოგი კარლ დიფენბახი.

ტოპ-კანდიდატებს შორის არიან Merck & Co-ს მიერ დამზადებული პრეპარატი, ასევე ,,მოლნუპირავირი“, კანდიდატი „ფაიზერისგან“ სახელად PF-07321332 და მედიკამენტი სახელად AT-527. როგორც ცნობილია, სიეტლში მიმდინარე კვლევაში, რომელშიც მირანდა კერი და მისი მეუღლე მონაწილეობენ, „მულნოპირავირი“ და Merck & Co-ს მიერ დამზადებული პრეპარატი გამოიყენება.

აქამდე „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას“ და აშშ-ის მარეგულირებელს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ გამოსაყენებლად ერთადერთი პრეპარატი, „რემდესივირი“ აქვთ დამტკიცებული. თუმცა ის მძიმე პაციენტებთან, ინტრავენურად გამოიყენება, ახალი მედიკამენტები კი ტაბლეტების სახით იქნება წარმოდგენილი.

მკვლევრების ჯგუფის წევრთა განცხადებით, ახლანდელი შედეგები ძალიან დამაიმედებელია და რამდენიმე თვის შემდეგ მსოფლიოს შესაძლოა უკვე ჰქონდეს მედიკამენტი, რომლითაც პანდემიას დაამარცხებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები