LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეც შეიძლება წამიყენონ ბრალი პარლამენტში რომ ცუდი სუნია” – ირმა ნადირაშვილი ბრალდებას პასუხობს

333
17

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პლენარული სხდომის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს, რომელმაც არასასიამოვნო სუნი გამოიწვია. აღნიშნული ფაქტის შედეგად რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. როგორც ცნობილია, ორ დეპუტატი, ენძელა მაჭავარიანი და სვეტლანა კუბდა შეუძლოდ გახდნენ და მათ სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებიც მივიდნენ.

უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, ნივთიერება მომწამვლელია და ოპოზიციის წარმომადგენლებმა განზრახ დაასხეს. მთავრობის წევრებმა რამდენიმე ოპოზიციის წარმომადგენელი დაასახელეს, ვისაც მომხდარ ფაქტს უკავშირებენ. ბრალდება გაჟღერდა „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის მიმართაც.

ნადირაშვილი მისი მისამართით გავრცელებულ განცხადებებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ასეთი კომენტარები უხერხული და უპასუხისმგებლოა. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის თქმით, არ არის გამორიცხული ამ საქმეზე მას ბრალიც წაუყენონ.

ფუ, რა სუნია: ვინ მოწამლა ჰაერი პარლამენტში – ბრალი ოპოზიციას ედება

„დღეს ვიყავი კომიტეტზეც, სხდომათა დარბაზშიც, მაინტერესებდა ერთი საკითხის დაზუსტება – იღებდნენ თუ არა მონაწილეობას კენჭისყრაში დამოუკიდებელი დეპუტატები. მივედი ნატო ჩხეიძესთან, დაახლოებით 30 წამი გავჩერდი და გამოვედი დარბაზიდან. ძალიან უხერხული და უპასუხისმგებლოა ასეთი განცხადებების გაკეთება. არსებობს კამერების ჩანაწერები, გამოიძახეს ექსპერტ-კრიმინალისტები და როგორც მამუკა მდინარაძე დამპირდა, მოვიდეს და ბოდიში მომიხადოს. ძალიან უხერხულია, როცა ასე უაპელაციოდ იშვერენ ჩემსკენ ხელს. არ მგონია სერიოზული იყოს ასეთი ქმედება…

მას შემდეგ რაც მოვისმინე, რომ გიგი უგულავამ ძიუდოსიტი სცემა, ყველაფერი მოსალოდნელია ამ ხელისუფლებისგან. თუ გიგი უგულავას შეუძლია ბრალი წაუყენონ ძიუდოისტის ცემაზე, მეც შეიძლება წამიყენონ ბრალი პარლამენტში რომ ცუდი სუნია. ძალიან მალე დამტკიცდება, რომ ეს ასე არაა,“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები