LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე წერილებს არ ვწერ – გიორგი გახარია ხაზარაძის ბრალდებას პასუხობს [ვიდეო]

407
gaxariagioa

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს გაჟღერებულ ბრალდებას ბოლნისიდან გამოეხმაურა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ის წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირდაპირ ეუბნება.

რაც შეეხება ხაზარაძეს, გიორგი გახარიას მას პრივილეგირებულ ბიზნესმენს უწოდებს და ამბობს, რომ ეს “პრივილეგირებულობის” ეპოქა უნდა დასრულდეს.

„ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. საჯარო პოლიტიკიდან შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟით ენის საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე,“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბოლნისში, პოლიციის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მიიღო მუქარის წერილი, რომელშიც ეწერა, რომ თუ კონკრეტულ ქმედებებს არ შეასრულებდნენ, ბანკს გაანადგურებდნენ. ხაზარაძის თქმით, მას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ემუქრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები