LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე შემინდე, მოძღვარო, მე მაქვს შესანდობარი.. მაპატიე, ბოლომდის ვერ შემოგრჩი ერთგული“ – ტარიელ ხარხელაურის ლექსი პატრიარქს

193
ტარიელ ხარხელაური

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა ლექსი დაწერა.

საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე 90 წლის გახდა

“თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს” – პრეზიდენტი

პრემიერი პატრიარქს 90 წლის იუბილეს ულოცავს: განუზომელია მისი ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე

„თქვენო უწმინდესობავ! ყოფნას ფუძე შეერყა, დაიბზარა ეჭვებით ხიბლი მარადისობის,

ის, რაც წმინდად მიგვაჩნდა – უზნეობით შეირყვნა,

ხმას დავშორდით სახიერს, ზეციდან რომ ისმოდა.

ბევრის შუბლი წავბილწეთ ფურთხითა და ტალახით,

ჩამოვფხიკეთ კედლები ერთგულების ტაძრიდან,

ყველა ძარღვი მორალის ჩვენს გულებში გავახმეთ,

სიძვის ქარტეხილებში სიყვარული დაძვირდა.

უფლის მადლით ფენილი ყველა შუბლი დავცხრილეთ,

ყველა წმინდა სხეული მტვრით და ნაცრით დავფარეთ,

უფლის რწმენას ამ ცის ქვეშ დაუნდობლად ვამცირებთ,

ყოფნას წუთისოფლისას როგორ ცუდად ვამთავრებთ…

გულმა კვნესა შეწყვიტა, ლიბო დასკდა გონების,

დავიწყვიტე ნერვები – რაღად უნდა ითთრთოლონ,

ჟამი მიახლოვდება, ჟამი ჩამოღონების,

შენგან მინდა, მოძღვარო, მიტევება ვითხოვო.

ჩამეშალა სიმაგრე, აღარ ვდგავარ იმ მყართან,

აღარაფერს არ ვცდილობ, აღარც ტკივილს ვიღრმავებ,

მესმის შენი ჩურჩული – “საქართველოვ! მიყვარხარ!
საქართველოვ! მიყვარხარ!” მე კი ამოვიბღავლებ…

ღამეული ფიქრები შენი ცრემლით მილბება,

ზეცას ვედიდგულები,

დაცხრა სული მბორგავი,

ჩემი წუთისოფელი მალე დაიბინდება,

მე შემინდე, მოძღვარო, მე მაქვს შესანდობარი…

მაპატიე, ბოლომდის ვერ შემოგრჩი ერთგული,

გამიმეტეს სიღრმეთა შორეულმა ხილვებმა,

ვდგავარ გარინდებული და ცივ მთვარეს შევყმუვლებ, არ ყოფილა ადვილი თავის თავის მხილება…

გრცხვენოდეს საქართველოვ, თუ შენდამი ერთგულებისა და სიყვარულის დამტკიცება პატრიარქს 90 წლის ასაკში დასჭირდა და შენგან შენდობა და მიტევება ითხოვა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები