LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე, ძალიან დიდხანს ვაპირებ სიცოცხლეს: თინა ხიდაშელი

356
თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ საკუთარი ცხოვრების შესახებ საუბრობს.

ყოფილი მინისტრი მის ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდსაც იხსენებს, როდესაც დაავადებას ებრძოდა.

წამყვანის კითხვას, „სიკვდილის შიში თუ გქონიათ ?“ – თინა ხიდაშელი  პასუხობს:

„ვფიქრობ, რომ ამ მდგომარეობიდან სწორედ იმან გადამარჩინა, რომ სიკვდილზე არასდროს ვფიქრობ.

მანამდეც ასე ვფიქრობდი და ახლა ზუსტად ვიცი, რომ სწორი იყო, როდესაც ასე ვფიქრობდი.

ყველაზე ცუდად როდესაც ვიყავი, მაშინაც კი ერთი წამით დაშვება არ მქონია, რომ მორჩა. ალბათ, მაშინ დამიდგება, როდესაც სინამდვილეში დამიდგება. მე ძალიან დიდხანს ვაპირებ სიცოცხლეს“,- ამბობს თინა ხიდაშელი და დასძენს, რომ ყველა დღე ისე უნდა იცხოვრო, როგორც უკანასკნელი.

კარგი ამბავი გვაქვს, ფუნქცია, რომელიც ფაქტობრივად მკვდარი და უიმედო იყო, აღდგა – თინა ხიდაშელი

ვიდეო: სარკეში არ ვიხედებოდი, მეშინოდა საკუთარი თავის…დავიჯერე, რომ თუ ოპერაციას არ გავიკეთებდი ვერ გადავრჩებოდი: თინა ხიდაშელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები