LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მძულს ადამიანები, ყველა ყალბია, ყველაფერი ხელოვნურია, აღარ არსებობს პატივისცემა…მხოლოდ ფულს აქვს მნიშვნელობა“ – ალენ დელონის ცნობილი გამონათქვამები

1761
ალენ დელონი

წარმატებული კარიერის მიუხედავად, 84 წლის ალენ დელონი მაინც საშინლად უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით, რადგან თვლის, რომ თანამედროვე სამყარომ იმედი გაუცრუა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ალენ დელონის ცნობილ გამონათქვამებს:

მძულს ეპოქა, რომელშიც ვცხოვრობ!

ცხოვრებას აღარ მოაქვს სიამოვნება. ყველაფერი ვნახე, ყველაფერი განვიცადე და ის ეპოქა შევიძულე, რომელშიც ცხოვრება მიწევს.

მძულს ადამიანები, ყველა ყალბია, ყველაფერი ხელოვნურია. აღარ არსებობს პატივისცემა, აღარავინ ასრულებს დაპირებას, მხოლოდ ფულს აქვს მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, სამყაროს სინანულის, მონატრების გარეშე დავტოვებ.

არასდროს მიოცნებია მსახიობის კარიერაზე, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. მე არ დავბადებულვარ ალენ დელონად, მეტიც, დიდი ხნის წინ უნდა მომკვდარიყავი, მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად ინება.

ქალი – ბოროტებაა, რომელიც აუცილებლად უნდა არსებობდეს.

მართალია, ყველანაირად ვცდილობთ წავშალოთ ზღვარი ქალსა და მამაკაცს შორის, მაგრამ სწორედ ეს ზღვარია ყველაზე მშვენიერი.

ამბობენ, რომ მძიმე ხასიათი მაქვს, თუმცა სინამდვილეში, მე ძლიერი ნებისყოფა მაქვს და ძალიან მიყვარს პირდაპირობა.

მსახიობის სამი ტიპი არსებობს – კარგი, ცუდი და ნიჭიერი. ცუდი მსახიობის შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, კარგი – ყოველთვის დამაჯერებლად თამაშობს, ნიჭიერი კი, არაფერს თამაშობს, ის უბრალოდ ცხოვრობს კამერის წინ.

ყველაზე კარგად სამი რამ გამომდის – მუშაობა, სისულელეების ჩადენა და ბავშვების კეთება.

ცხოველები ადამიანებზე უკეთესები არიან, ისინი არასდროს ამბობენ ტყუილს.

არასდროს არ ღირს ბოლომდე გახსნა, გულახდილობა, რადგან რაღაცეები საკუთარი თავისთვის, ახლობლებისთვისაც უნდა შეინახო.

არასდროს მეშინოდა ფულის და დიდების, თავბრუსხვევას კი, მხოლოდ გაცნობიერება იწვევს, რომ სინამდვილეში არც დიდებას აქვს მნიშვნელობა, არც ბევრ ფულს.