LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლს, რომელმაც 16 წლის მოზარდი იმსხვერპლა, ამ დრომდე ეძებენ

666
Police-line-do-not-cross

“ბავშვი ქარელში მიდიოდა და მანქანა დაეჯახა. არ მიაქციეს ყურადღება და მიატოვეს. 16 წლის იყო. დევნილია სამაჩაბლოდან,” – ეს არის თვითმხილველის, თეიმურაზ ცისკაძის განცხადება, გუშინ, ქარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით.

16 წლის მოზარდს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც საცხოვრებელ სახლთან გზაზე გადადიოდა.

ავტოავარიას ქარელში 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გზაზე გადადიოდა

მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

“დაახლოებით 6-დან 7-საათამდე ბავშვს მანქანა დაეჯახა. როგორც ვიცით ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლს ამ დრომდე ეძებენ. გამოძიება დაწყებულია. ექსპერტებიც იყვნენ მოსულები და პოლიციამაც ჩაატარა სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები,” – აღნიშნა ,,კურიერთან” გარდავლილის მეგობარმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან 3 წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები