სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა და ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი გაუქმდა.

წუ­ხელ 00:00 სა­ა­თი­დან მო­ქა­ლა­ქე­ებს თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ.

ამასთან დაკავშირებით ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რასაც კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგ გადაღებულ ფოტოებსაც ურთავს თან.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“წუხელ გაუქმდა კომენდანტის საათი.
12 საათზე ეს ამბავი მეზობლის მანქანამ შემახსენა. ისე დააღმუილა, მივხვდი, რომ თავისუფლება მის სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირემს წყარო ანკარა.
მერე ხმაურიანმა მოტოციკლებმა ჩამოიქროლეს. ფეირვერკის ხმებიც მომწვდა.
გარეთ გამოვედი, რათა როგორც საგანგებო მდგომარეობის დაწყება, ისე დასრულება გადამეღო.
ამჯერად ქუჩები გამოცოცხლებული იყო. უმეტესად შეყვარებულები და სკოლადამთავრებულები სეირნობდნენ. ერთგან გოგო-ბიჭები მზესუმზირას ჭამდნენ და ძირს აფურთხებდნენ. რაღაცამ შემაკავა, რომ აღშფოთება დამემალა.
უკვე 1-ლ საათზე რუსთაველის გამზირზე მანქანების ისეთი მოძაობა იყო, ვიფიქრე, რაღაცას ვზეიმობთ-მეთქი.
ბოლოს ასეთი ხმაური მახსოვს “დინამოზე” შოტლანდიის ნაკრების დამარცხების შემდეგ.
ყველაზე მეტად ის არ მომეწონა, რომ ნაწილი სარბოლოდ გამოვიდა. მძღოლები ისე აბღუვლებდნენ მანქანებს, რომ მძინარე ადამიანები სულ ფეხებე ეკიდათ. ეს უკვე ნამდვილად ქაჯობა იყო.
იმედია, სხვების პატივისცემას ვისწავლით.
დამაინც, ჩვენს ქალაქებს სიცოცხლე და სისავსე უხდება,”-წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05