LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარე ვერეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

84
32

თბილისში, მდინარე ვერეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

„დღეს დაახლოებით 12:00 საათზე, მოქალაქემ დაგვირეკა და გვითხრა, რომ მდინარე ვერეში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზასთან ახლოს, ცხედარი იყო. ამ ეტაპზე ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. გარდაცვლილის ვინაობა დადგენილი არაა. უცნობია გარდაცვალების მიზეზიც“, – განგვიცხადეს შსს -ში.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ფოტო: ანა მიქაძე-ჩიკვაიძე/Facebook

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები