LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: ასე შეკრული “ქართული ოცნების” გუნდი, როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა

45
მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ასე შეკრული მმართველი გუნდი, როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა.

როგორც მდინარაძემ თქვა, ისეთი სიტუაცია, როგორიც დღეს არის, პოლიტიკაში მისი ყოფნის დროს არასდროს ყოფილა:

“ასე შეკრული “ქართული ოცნების” გუნდი, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ.

თუ ადრე იყო ხოლმე, რაღაც პატარ-პატარა წინააღმდეგობები, შეიძლება ხანდახან სხვადასხვა არასასიამოვნო ფორმით დისკუსიებიც, რაც დაპირისპირება არ იყო და ამას ყოველთვის ვამბობდი. დღეს საბედნიეროდ არის ისეთი სიტუაცია, რომელიც პირადად მე რაც პოლიტიკაში ვარ, ნამდვილად არ ყოფილა და ეს ძალიან კარგია.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები