“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება. შიმშილობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაუარესდება.” – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.
საძაგლიშვილი ცოტა ხნის წინ მივიდა სასჯელაღმსრულების მე-12 დაწესებულებასთან, სადაც სააკაშვილი იმყოფება.
როგორც მან აღნიშნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია, მის პირად ექიმს ჰქონდეს შესაძლებლობა, სააკაშვილი მოინახულოს:
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სასჯელაღმსრულების დაწესებულებიდან მას (ექიმს) პასუხი ჯერ არ აქვს მიღებული, იმედი მაქვს რომ მალე გაიცემა პასუხი, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება. მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაუარესდება, შიმშილობის სპეციპიკიდან გამომდინარე.
ამ პირობებში სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მის პირად ექიმს ჰქონდეს შესაძლებლობა, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირადმა ექიმმა ისაუბრა მის დაავადებებზე, შესაბამისად მას აქვს სრული ინფორმაცია მის ჯანმრთელობაზე და უპრიანია, რომ სწორედ მას ჰქონდეს სამედიცინო სერვისის გაწევის შესაძლებლობა.” – განაცხადა საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს შემოვიდა, იმავე საღამოს დააკავეს, მეორე დღეს კი სააკაშვილმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობას იწყებს.
