LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

53
Untitled design (2)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2013-2017 წლების პერიოდში, ცრუ მოწმეების გამოყენებით, თითქოს მიწის ნაკვეთების მიღება განხორცილდა სახელმწიფოსაგან მიწის რეფორმის ფარგლებში, უკანონოდ დაირეგისტრირა მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული 6 ერთეული მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 18 048 კვ.მ, რომლის ღირებულებაც ექსპერტიზის თანახმად, 126 356 ლარს შეადგენს.

გამოძიების პროცესში აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაყადაღდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.

 

პოპულალურები