LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 მარტივი მეთოდი მცირეწლოვან შვილთან საერთო ენის გამონახვის

123
childnews191

ზრდისა და განვითარებისთვის, ბავშვისთვის აუცილებელია მშობელთან ურთიერთობა. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ მეთოდს პატარასთან საერთო ენის სწრაფად გამონახვისა და ურთიერთობის გასამტკიცებლად.

კითხვა – ბავშვთან ერთად წიგნის კითხვა, ერთის მხრივ, მის ენობრივ და კითხვის უნარებს აუმჯობესებს, მეორეს მხრივ, ტვინის იმ უჯრედებს ავითარებს, რომელიც კომუნიკაციაზე აგებს პასუხს, მშობელი კი, სწორედ ის ადამიანია, ვისთანაც ბავშვი პირველ რიგში ამყარებს კონტაქტს.

ხატვა – ხატვა არა მხოლოდ გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარებაა, არამედ საუკეთესო თერაპია, რადგან მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც უჭირს ემოციების სიტყვებით გამოთქმა, სწორედ ხატვას მიმართავს და მშობლისგანაც იმავე მეთოდით ურთიერთობას მოითხოვა.

მუსიკა – რიტმულ მუსიკაზე ცეკვა ან საყვარელი სიმღერის დუეტში შესრულება,  სასიამოვნო მოგონებად რჩება ბავშვის მეხსიერებაში, მოგონებები კი, პატარას ხასიათს აყალიბებს და მის დამოკიდებულებას განსაზღვრავს გარე სამყაროს მიმართ.

ბუნება – ბუნებაში, სუფთა ჰაერზე დასვენება ფიზიკურთან ერთად ფსიქიკურ გაჯანსარებასაც უწყობს ხელს. ასე რომ, თუ ხშირად განიცდით სტრესს, რომელსაც გაუცნობიერებლად ბავშვსაც გადასცემთ, გაისეირნეთ ბუნებაში, მოაწყვეთ პატარა პიკნიკი და დასვენებესთან ერთად, პატარასთან მარტივად შეძლებთ დაახლოვდებას.

თამაში – თამაში ბავშვის ენაა. იმოგზაურეთ პატარას სამყაროში და ესაუბრეთ  მისივე ენაზე, რათა უკეთ გააცნოთ საკუთარი თავი და ლიდერის უფლების დათმობით, შეამოწმოთ მისი შესაძლებლობები.

ფიზიკური შეხება – კვლევებმა დაადასტურა, რომ ბევრი სიყვარულს, მადლიერებას და თანაგრძნობას ფიზიკური შეხებით გამოხატავს და აღიქვამს. ხშირად მოეხვიეთ პატარას და არასდროს უთხრათ უარი მოფერებაზე, რადგან სითბოს მოკლებული ბავშვი ზრდასრულ ასაკში ყოველთვის უამრავი კომპლექსთ იტანჯება.

სადილის მომზადება – სამზარეულოში ფუსფუსისას, დედების უმრავლესობა ბავშვის თავიდან მოცილებას ცდილობს, რაც პატარას გულს ტკენს და ავტომატურად, საპირისპიროს კეთებას – მუდმივად სამზარეულოში ბორიალს აიძულებს. უმჯობესია, შესთავაზოთ თქვენთან ერთად საქმიანობა, რაც მასაც გაახარებს და თქვენც დაგაზოგავთ დროს და ენერგიას.

მაგიდის თამაშები – კომპიუტერული თამაშების მიუხედავად, ბავშვები მაინც სიამოვნებით ერთობიან მაგიდის თამაშებით, რადგან როგორც აღმოჩნდა, პატარას განვითარებისთვის აუცილებელია სათამაშოს ხელით შეხება. შეუძინეთ ბავშვს საინტერესო მაგიდის თამაში, თუნდაც პოპულარული პაზლი და გაერთეთ მასთან ერთად.

მოსმენა – რა თქმა უნდა, ყოველდღიური საქმეებით დატვირთულს ნაკლებად გრჩებათ დრო ბავშვთან ურთიერთობისთვის, არადა, ფსიქოლოგების მტკიცებით, სწორედ ყურადღებით მოსმენა განაწყობას პატარას ნდობით მშობლის მიმართ. თავი შეიკავეთ ჭკუის სწავლებისგან, მოუსმინეთ ბავშვს და ნურასდროს გააწყვეტინებთ საუბარს.

დღიურის წერა – როგორც აღმოჩნდა, 10-14 წლის ასაკში ბავშვისთვის აუცილებელია დღიურის წერა, რადგან სწორედ ასე ცდილობს პრობლემების გააზრებას და გადაწყეტას. სცადეთ დღიურის შვილთან ერთად წარმოება და გახდით მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები