LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მბაპემ იფრინა: პსჟ-მ ბარსელონა გაანადგურა

164
barcelone-49-joie-de-ouf

ორთვიანი პაუზის შემდეგ, ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა ლიგა განახლდა. პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე ტრავმებით დახუნძლულ პსჟ-ს უმასპინძლა და მიუხედავად პარიზული გუნდის საკადრო პრობლემებისა, 1:4 დამარცხდა.

პსჟ-ს ტრავმის გამო ნეიმარი და ანხელ დი მარია ვერ ეხმარებოდა, მაგრამ კილიან მბაპემ იფრინა და საოცარი მატჩი ჩაატარა.

ბარსელონა – პსჟ 1:4

1:0 მესი (28 პ) 1:1 მბაპე (32) 1:2 მბაპე (65) 1:3 კინი (70) 1:4 მბაპე (85)

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, დესტი (71. მინგესა), პიკე (79. პუჯი), ლენგლე, ალბა, დე იონგი, ბუსკეტსი (79. პიანეჩი), პედრი (79. ტრინკაო), გრიზმანი (85.ბრეითვეიტი), დემბელე, მესი

პსჟ: ნავასი, ფლორენცი (89. კერერი), მარკინიოსი,კიმპემბე, კურძავა, პარედესი, გაიე (46.ერერა), კინი (85. დანილო), ვერატი (73. დრაქსლერი), მბაპე, იკარდი

გაფრთხილება: გაიე (20)

მატჩი პარიზელთა უპირატასებით წარიმართა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პსჟ-ს ნახევარდაცვის კარგი თამაში. პსჟ-მ ბარსელონას “კამპ ნოუზე” ბურთის ფლობაში აჯობა. პარიზელმა ნახევარმცველებმა პარედესი-ვერატის დუეტმა ძალიან დაჯაბნა ესპანელების ცენტრალური ტრო. რონალდ კუმანის გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში ერთი გააზრებული შეტევა არ ჰქონია, უბრალოდ კონტრშეტევბზე ქმნიდნენ მომენტებს. პარიზელების მხრიდან კი, მბაპემ დესტი უბრალოდ გააწამა.

მატჩში ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა. ფრენკი დე იონგის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ლეო მესიმ იდეალურად შეასრულა.

პსჟ-მ ანგარიშის გათანაბრება ზუსტად ხუთ წუთში მოახერხა. მარკინიოსი-პარედესი-ვერატის ბრწყინვალე კომბინაცია კილიან მბაპემ დააგვირგვინა, რომელმაც გახვრიტა ტერ შტეგენის კარი.

მეორე ნახევარში “ბარსელონა” უფრო იდგა, ვიდრე ფეხბურთს თამაშობდა. პსჟ-დან კი, კილიან მბაპემ დახატა და “ბლაუგრანას” კიდევ ორი გოლი შეუსრულა. ერთიც მოიზე კინიმ გაიტანა.

 

 

საბოლოოდ, 4:1 პსჟ-ს სასარგებლოდ და პარიზელები ერთი ფეხით მეოთხედფინალში არიან. შეიძლება ითქვას, რომ პოჩეტინომ კუმანი ძალიან დაჯაბნა.

 

წყარო: sport4me.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები