LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათი მშობლები თავისუფლებისთვის იბრძვიან“ – მამუკა ხაზარაძემ უკრაინიდან 25 მოზარდი ჩამოიყვანა

230
444

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პროექტის „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“ ფარგლებში, უკრაინაში არსებული საომარი მოქმედებების ზონებიდან 25 მოზარდი საქართველოში ჩამოიყვანა. როგორც ხაზარაძე წერს, ბავშვების ფსიქორეაბილიტაცია და სიყვარული სჭირდებათ.

მისივე ცნობით, უახლოეს მომავალში საქართველოში, დაღუპული უკრაინელი მფრინავების შვილები ჩამოვლენ

„25 მოზარდი ჩამოვიყვანეთ უშუალოდ საომარი მოქმედებების ზონებიდან.

მათი მშობლები ამ დრომდე იბრძვიან თავისუფლებისთვის. არიან ისეთი პატარებიც ვინც ოჯახის წევრები დაკარგეს ომში.

„ბავშვებს უნდათ მშვიდობა“ პროექტის მიზანია, საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრები უკრაინელი ბავშვების ფსიქორეაბილიტაცია, მათ მხოლოდ ჩვენი სიყვარული სჭირდებათ.

ეს მეგობრობა გაგრძელდება, უახლოეს მომავალში დაღუპული უკრაინელი მფრინავების შვილები ჩამოვლენ საქართველოში“, – წერია მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ პოსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები