LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

148
gamosashvebigamocdebi

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. სშედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ.  ამისთვის, აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.

მათივე ინფორმაციით, მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას.

პოპულალურები