LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მასწავლებლებს ხშირად ყავთ საყვარელი მოსწავლეები და უყვართ ბავშვების ამოჩემება“ – თამარ გაგოშიძის რჩევები

18316
tamar-gagoshidze_news19

ყველა მშობელს სურს შვილებს სწავლის მიმართ ინტერესი  გაუღვიძოს და მოტივაცია გაუზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სასწავლო პროცესი მეტწილად  სასკოლო გარემოში მიმდინარეობს, მისი აკადემიური წარმატება თუ წარუმატებლობა სახლის გარემოზეც არის დამოკიდებული. მარტა ქარუმიძის გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანი, თამარ გაგოშიძე.

„მშობლების და მასწავლებლების მიდგომა დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე. სუსტი ბავშვი არ არსებობს. თუ ბავშვს არ აინტერესებს რომელიმე საგანი, ეს არა ბავშვის, არამედ პედაგოგის და მშობლის დამოკიდებულამ განაპირობა. მასწავლებლებს აქვთ დამოკიდებულება და ტონი, რომელსაც ბავშვი გრძნობს და მას უჩნდება თვითშეფასება ამა თუ იმ საგანთან დაკავშირებით. დაბალი თვითშეფასება ბავშვს სწავლის მიმართ ინტერესს უქვეითებს.

ბავშვისთვის ლეგიტიმური უნდა იყოს შეცდომა. ნორმალური სკოლა ორიენტირებულია საშუალო მოსწავლეზე, სკოლამ მას მოტივაცია უნდა შეუქმნას და ბავშვს არ უნდა შეეშინდეს კითხვის დასმის ან პასუხის გაცემის. ეს გარემოება სწორედ მასწავლებლებმა და მშობლებმა უნდა შექმნან. მასწავლებლებმა თავი უნდა შეიკავონ ბავშვების ერთმანეთისგან შედარებისგან. ბავშვის შედარება შეიძლება მხოლოდ მისსავე თავთან. მასწავლებლებს ხშირად ყავთ საყვარელი მოსწავლეები და უყვართ ბავშვების ამოჩემება, ეს არ არის კარგი, სწორედ  ეს ფაქტორი უგდებს ბავშვს მოტივაციას“, – განაცხადა ფსიქოლოგმა.

გადაცემა ვრცლად

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები