მასტერი: „ვუმიზნებ გავხდე ხალხის რჩეული“

268
56290924_651996031925471_946274779566964736_n

„დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ ამხელა ცერემონიაზე გამოდიხარ და იგებ. ეს ბევრჯერ მოხდა. რეპერები რამდენად გრძნობენ ამ განწყობას, არ ვიცი, მაგრამ ამაყი ვარ, როცა რეპერს შეუძლია წაგლიჯოს ერთი ნომინაცია მაინც ესტრადის ვარსკვლავს. ვუმიზნებ გავხდე ხალხის რჩეული. ბოლომდე ვუწევ ორგანიზებას, რომ ინტერნეტში ხმა მისცენ სიმღერას „სიყვარულს ვერ გაგატან“. თვითონ სიმღერას დიდი გამოხმარურება აქვს. მილიონზე მეტი ნახვა და ამიტომ მოვუწოდებ ყველას, არ დაიზარონ და ჩაერთონ ხმის მიცემის პროცესში. რადიო „ფორტუნა +“ ერთადერთი რადიოა, რომელმაც ჰიპ-ჰოპს საეთერო დრო დაუთმო. მარტივად გამომდი ფეხის აწყობა, როცა თანამედროვე ტენდენციებზე ვსაუბრობთ, რადგან უნივერსალური არტისტი ვარ. ვგულისხმობ იმას, რომ დღეს შეიძლება სოციალურ თემაზე ჩავწერო ხვალ კი სიყვარულზე. მემარტივება ისიც, რომ შემიძლია სხვადასხვა „ხილი“ მივაწოდო მსმენელს“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში რეპერმა მასტერი, “ოქროს ტალღის შესახებ ისაუბრა. არტისტი ფიქრობს, რომ ცერემონიაში მონაწილეობა უკვე ბევრს ნიშნავს და ყველას წარმატებას უსურვებს.

ოქროს ტალღის წარმდგენია ლიდერ ფუდი. პარტნიორები:ოფიციალური ავიაგადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი“, ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი სპა. საინფორმაციო მხარდამჭერი რუსთავი 2“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები