LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტერი NATO-ს სიმღერას უძღვნის: „დეიდა ნატო, სულ ასე ვიყო მარტო? თეთრი დათვი ჩრდილოელი ჩუმად მომეპარა…“

340
masteri

რეპერი მასტერი ახალ კლიპს აქვეყნებს, რომელაც Miss NATO ჰქვია და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია „ნატოს“ ეხება.

„დეიდა ნატო, სულ ასე ვიყო მარტო, გარეთ ცივა, ყინავს, იქნებ, მომახურო პალტო…

დეიდა ნატო, სულ არ გიყვარვარ, რატო, მე ყოველდღე გნატრობ, მე სულ შენზე ვდარდობ…

თეთრი დათვი ჩრდილოელი ჩუმად მომეპარა,

დეიდა ნატომ, ციც, უთხრა, ასე დაიბარა,

ჩემო თბილისო, შენც თეთრი წვერი შეგეპარა,

მოჩანს ლიანდაგი შორი, მაგრამ დეიდა ნატო – არა,

25 წელი ველოდებით დეიდა ნატოს მარა,

არ გვიფიქრია, რომ დეიდა ნატომ გზაში ჩამოგვყარა…“, რეპავს გიორგი პავლიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები