LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასშტაბური ხელფასების ზრდა განათლების სისტემაში – ვის და რამდენით ეზრდება ანაზღაურება ოქტომბრიდან

2994
maswavlebeli

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით.

მინისტრის თქმით, უფროსი მასწავლებელი საათობრივ დანამატთთან ერთად დამატებით მიიღებს 1 111 ლარს, წამყვანი მასწავლებელი 1435 ლარს, მენტორი მასწავლებელი კი -1745 ლარს.

“პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება. ხელფასის ზრდა შეეხება ყველა პედაგოგს. 2020 წლისთვის, უფროსი მასწავლებლის ანაზღაურება იქნება 1700 ლარი, წამყვანი მასწავლებლის 2135 ლარი, ხოლო მენტორი მასწავლებლისთვის კი 2445 ლარი,” – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრისას.

მისივე განმარტებით, პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ტექნიკურ მუშაკებს საშუალოდ 20 პროცენტით ამ შემოდგომიდან, ხოლო 1 სექტემბრიდან რესურსცენტრების ხელძღვანელებსა და თანამშრომლებს მინიმუმ 150 ლარით.