LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა მყინვარწვერზე ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს

142
IMG-20190708-WA0001

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე ქვედა კიდურების დაზიანებით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი, თუმცა გადაადგილებას ვერ ახერხებდა და დახმარება ესაჭიროებოდა.

დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ ყაზბეგის სამაშველო და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები. რთული რელიეფის და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფმა დაშავებული მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადამდე ჩამოიყვანა.

შსს-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი გადაყვანილია ყაზბეგის სტაციონარში, სადაც გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები