საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  “112”-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მამაკაცი მდინარე რიონში სათევზაოდ შევიდა, რა დროსაც ძლიერმა წვიმამ წყლის დონის მატება გამოიწვია და 46 წლის მოქალაქეს წარმოქმნილი კუნძულიდან გადადგილების საშუალება აღარ მისცა.

ადგილზე იმერეთის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. მაშველები ადიდებულ მდინარეში ნავის საშუალებით შევიდნენ და მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გაიყვანეს.

მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

თაკო ივანიაძე
ავტორი

მსგავსი თემები