მართალია, ბრიტანელმა მსახიობმა, „ოსკაროსანმა“ ჰელენ მირენმა მეტწილად გვირგვინოსანი პერსონაჟების განსახიერებით გაითქვა სახელი, მაგრამ როგორც თავად აღნიშნა, ნამდვილ დედოფლად არასდროს უგრძნია თავი.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ჰელენ მირენის ცნობილ ფრაზებს:

მაშინაა ცხოვრება საინტერესო, როცა საკუთარი თავის გაკვირვება შეგიძლია.

მოდა ინდივიდუალურია, ყველას თავისი აქვს და საერთოდ არ მაინტერესებს სხვისი აზრი.

ყველაზე რთული – ცხოვრების აზრის გაგება და მისი საკუთარ ცხოვრების წესზე მორგებაა.

ნამდვილი თავისუფლების მოპოვება მხოლოდ მკაცრი შეზღუდვების პირობებში შეიძლება.

ვცდილობ არ ვიფიქრო სიკვდილზე, რადგან ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად ვრწმუნდები მის გარდაუვალობაში.

ყველა შიში საშიშია, მაგრამ მომავლის შიში – ყველაზე სახიფათო შიშია.

ყველაზე რთული ასაკი – 20-22 წელია, როცა ბრწყინვალედ გამოიყურები, მაგრამ იცი, რომ ასეთი არასდროს აღარ იქნები. თუმცა, ყველაზე სუსტი, დაუცველი და შეშინებული, სწორედ 20 წლის ასაკში ხარ, რადგან ყველაფერში და პირველ რიგში საკუთარ თავში გეპარება ეჭვი.

როცა შექსპირის დადგმაში თამაშობ, ადამიანები დარწმუნებული არიან, რომ სხვებზე ჭკვიანი, ნამდვილი ინტელექტუალი ხარ და ვერავინ ხვდება, რომ იმ ტექსტის ნახევარიც არ გესმის, რომელსაც თავგამოდებით ჰყვები.

ზოგჯერ კადრში სიმახინჯეც საკმარისია, რათა ადამიანებმა ჩათვალონ, რომ მართლაც კარგი მსახიობი ხარ.

35 წლამდე სურვილებით, ოცნებებით ცხოვრობ, მერე კი, პრაქტიკულობა, პრაგმატულობა იმარჯვებს შენში. სწორედ 35 წელია ის ზღვარი, რომლის შემდეგ ადამიანი ან იზრდება, ან ბერდება.

ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ არანაირი წესები არ არსებობს. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და წესებსაც თვითონ უწესებს საკუთარ თავს.

 

 

მსგავსი თემები