LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენს ქვეყანაში სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში – ფეხბურთის ფედერაცია

187
BeFunky-collage (9)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება, მხარდაჭერას უცხადებს და იმედს გამოთქვამს, რომ ექიმი ოჯახს მალე დაუბრუნდება. ფედერაციის განცხადებით, ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტი არაერთ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში:

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ვაჟა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მათ შორის, ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ვაჟა უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას“,-აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ძალების წარმომადგენლებმა ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

პაციენტი ვაჟა გაფრინდაშვილზე: ის შეგნებულად წავიდა ამ საქციელზე, თან არც არავისთვის გაუმხელია

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ექიმს საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს “საზღვრის კვეთის” ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები