LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მას სთხოვდნენ, იძულების წესით მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ” – სახალხო დამცველი

1455
34827312-186291375360469-3750884682938449920-n

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას ეხმაურება. ომბუდსმენის აზრით, ადგილი ჰქონდა ჩვენების მიცემის იძულებას. ლომჯარიას თქმით, არსებული გარემოებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დარღვევად შეიძლება ჩავთვალოთ.

“რაც გვესმის ფაქტია, რომ იქ იყო ჩვენების მიცემის იძულება და ეს ჩვენება შეიძლება სწორედ ამ ბავშვის საწინააღმდეგო ყოფილიყო. მას სთხოვდნენ, რომ, ფაქტობრივად, იძულების წესით მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც მას ჰქონდა უფლება, რომ საერთოდ არ მიეცა ჩვენება გამოკითხვის ფარგლებში… ფაქტია, რომ პოლიციის განყოფილებაში არსებული გარემო ბავშვისთვის მტრულ გარემოს ქმნიდა, რაც უკვე შეიძლება ჩათვალოთ ბავშვის მიმართ განხორციელებულ ზეწოლად და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დარღვევად”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

“რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ სკოლა, არ გამოვიძახებდი პატრულს” – “მწვანე სკოლის” დირექტორი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები