LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მას აჩერებენ პოლიციელები, გადმოჰყავთ გარდაცვლილი და როგორც აღმოჩნდა, მიჰყავთ მკვლელთან” – რუსთავში მამაკაცის მკვლელობის ახალი დეტალები

883
კობაიძე

რუსთავში 36 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ  გიორგი გეთაშვილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

მისი ადვოკატი განმარტავს, რომ საქმეში კიდევ სამი პირი ფიგურირებს, მათგან ორი სამართალდამცველია და ისინი პოლიციამ უკვე დააკავა. ალექსანდრე კობაიაძის ინფორმაციით, დაკავებულ გიორგი გეთაშვილს ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან. 

მტკვრის მიერ გამორიყულ მამაკაცის ცხედარს 30-მდე ჭრილობა აქვს

ამ წუთებში მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველები გარდაცვლილი დავით მუმლაძის მეგობრებსა და ახლობელს კითხავენ.

„ეს არის მკვლელობის საქმე, რომელზეც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან, რომ თითქოსდა მან მიიღო მკვლელობაში გარკვეულწილად მონაწილეობა. მისი მონაწილეობა გამოიხატება იმაში, რომ გარდაცვლილი მიიყვანა კონკრეტულ პიროვნებებთან და იმათ კიდევ მიიყვანეს მკვლელთან. სცენა არის შემდეგი,

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელები აჩერებენ, გადმოჰყავთ გარდაცვლილი და მიჰყავთ პოლიციელებს. როგორც აღმოჩნდა, მიჰყავთ მკვლელთან.

ეს მაქვს ზოგადი ინფორმაცია, როგორიც არსებობს. თუმცა, ჩვენ პროკურატურა გვედავება, რომ ეს ყოველივე ვიცოდით, რომ უნდა მიეყვანა პოლიციასთან და შემდეგ მკვლელს უნდა განეხორციელებინა ეს, რაც აბსურდია და არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება, რადგან გარდაცვლილი არის მისი მეგობარი. ჩემი ინფორმაციით, დაკავებულია ეს ორი პოლიციელი და ის, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა. მას არ უხსენებია პოლიციელები, რადგან აქ იყო დაშინება, მუქარა, ამიტომ იყო თავის შეკავება, რომ მის ოჯახს საფრთხე არ შექმნოდა. ამიტომ შეიკავა თავი და პოლიციელები არ ახსენა“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა გამორიყა.

პოპულალურები