LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსჯელობა არის, მაგრამ მართვის ამ დონეზე ჩაკეტვებზე არ ფიქრობენ – თენგიზ ცერცვაძე

304
tengiz-tsertsvadze-w-h

„მსჯელობა არის, მაგრამ არ ფიქრობენ. ამ სიტუაციაში, მართვის ამ დონეზე ჩაკეტვებზე არ ფიქრობენ”,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჩაკეტვა და შეზღუდვების გამკაცრება საზოგადოების ქცევაზეა დამოკიდებული.

საზოგადოების ქცევას ველოდებით. ბევრს არაფერს ვითხოვთ საზოგადოებისგან. ამ მინიმალურ რეგულაციებს მეტ-ნაკლებად კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაზაფხულსა და ზაფხულში და შედეგიც გვქონდა. შემდეგ თვითდამშვიდებას მივეცით, ამ მინიმალურ შეზღუდვებზეც კი უარი ვთქვით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის არ არის შემთხვევები, რომ ჰოსპიტალიზაციის გარეშე დარჩეს ის, ვისაც ეს სჭირდება.

ამის ინდიკატორი იქნება ის, როცა შემთხვევები იმდენად მოიმატებს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ მის ადეკვატურ მართვას. როდესაც ექიმების ტესტირების რესურსი და ჰოსპიტალური სექტორის რესურსი არ ეყოფა ამას. ეს იქნება 1 500-ზე, 2 000-ზე, თუ 3 000-ზე, წინასწარ ამის თქმა შეუძლებელია. ახლა ყოფნის, 3 000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

17 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

მეორე ტალღის პიკი დეკემბერსა და იანვარში იქნება… მესამე ტალღას ველით აპრილში-მაისში – გი­ორ­გი ფხა­კა­ძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები