LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტოხელა მშობლის შვილებს ბაგა ბაღებში რეგიტრაციისას უპირატესობა მიენიჭებათ

100
საბავშვო-ბაღიიიი

მარტოხელა მშობლის შვილებს ბაგა ბაღებში რეგიტრაციის დროს უპირატესობა მიენიჭებათ. ეს ინიციატივა თბილსის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე დააყენა.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ინიციატივა მიზნად მარტოხელა მშობლებისათვის სოციალური გარანტიების მიცემას და მუნიციპალიტეტის მხრიდან თანადგომას ისახავს. მისივე თქმით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის მონაცემებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი 2320 ქალს მიენიჭა, რაც ადასტურებს, რომ ამ სტატუსის მატარებლებს მუნიციპალურ დონეზე შესაბამისი მხარდაჭერა სჭირდებათ.

საკრებულოს პრესამსახურის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მიერ წარდგენილი ინიციატივის ძალაში შესვლის შემდეგ, 2019 წლიდან უპირატესი რეგისტრაციის უფლებით მოსარგებლე – „მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები“ დაემატება.

„მარტოხელა მშობლისთვის დამატებითი სოციალური გარანტიის მიცემა გამოიხატება შესაბამისი სტატუსის მქონე პირის ბავშვებისთვის რეგისტრაციის პროცედურების ხელშეწყობასა და გამარტივებაში, რასაც ავსახავთ მუნიციპალურ სამართლებრივ აქტებშიც. შესაბამისად, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციას უფრო ეფექტიანს გავხდით. სამოქალაქო კოდექსის 2018 წლის საბოლოო რედაქციაც მიმართულია იმისკენ, რომ განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი. ეს ნიშნავს, რომ მარტოხელა მშობლებსა და მათ შვილებს, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლებისგან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ,“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები