LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტის შემდეგ პირველად: იტალიაში კორონავირუსის სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი 100-ზე დაბალია

225
794b9eb3-96a1-4759-89ec-bb4870bddcd7-16x9-600x338

იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 99 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ  „როიტერი“ წერს. ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 451 ახალი შემთხვევა, ეს რიცხვი ყველაზე დაბალია 2 მარტის შემდეგ.

იტალიაში სულ კორონავირუსს 32 007 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა მაჩვენებლით იტალია მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 225 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

ცნობისთვის, ქვეყანაში, რომელიც პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, საერთაშორისო მოგზაურობა დასაშვები ხდება.

იტალია 3 ივნისიდან საზღვრების გახსნას გეგმავს

იტალია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მარტში კორონავირუსის ეპიდემიის გამო მკაცრი კარანტინი გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები