მარნეულში პოლიციამ 58 წლის, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი დააკავა. დაკავებული, სამართალდამცველებმა, მარნეულის სოფელ იმირში, მანქანით გადაადგილების დროს გააჩერეს და ჩხრეკისას 119 აბი “სუბოქსინი” ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაიწყო.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი თემები