მარკუს მეტრეველი: „ეს ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის და შოუბიზნესისთვის“

636
mtrvlmarcs

„მუსიკალური დაჯილდოებიც ცერემონია „ოქროს ტალღა“, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა საქართველოსთვის და ქართული შოუბიზნესისთვის. ძალიან დიდი ნაბიჯია იმისთვის, რომ უფრო მეტად განვითარდეს მუსიკალური ინდუსტრია, უფრო აქტუალურები ვიყოთ არტისტები, ვიდრე რამდენიმე წლით ადრე ვიყავით. ყველა კოლეგას, პატივისცემით, წარმატებას ვუსურვებ. იმედია წელს სათანადო სიმღერა გაიმარჯვებს. ჩემი სიმღერა რომ გამოვიდა, ვახსენე, ის ჩემი მესამე შვილია, ისე მიყვარს. რაც ეხება შანსებს, ვიმედოვნებ, რომ ის სათანადო ადგილს მოიპოვებს, საზოგადოების გულებში მაინც. ჯილდო მეორეხარისხოვანია, მთავარი მაინც ხალხის სიყვარულია. ჯილდო ერთგვარი ყურადღება და დაფასებაა და არც ის იქნება ურიგო, თუ გადმომცემენ. როცა პოპზე ვსაუბრობთ ყველაფერი გასაგებია, საზოგადოებისთვის სიმღერა მარტივად აღქმადი უნდა იყოს. მსოფლიო ტენდენციებს ახალი სიმღერაზე მუშაობის დროს ყოველთვის ვითვალისწინებ“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში მარკუს მეტრეველმა „ოქროს ტალღის“შესახებ ისაუბრა. არტისტი აღნიშნავს, რომ ცერემონია ქვეყნისა და ქართული შოუბიზნესითვის დიდი გამოწვევაა.

ოქროს ტალღის წარმდგენია ლიდერ ფუდი. პარტნიორები: ოფიციალური ავიაგადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი“, ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი სპა. საინფორმაციო მხარდამჭერი რუსთავი 2“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები