LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცის მინისტრის განცხადებას პასუხობს

171
BeFunky-collage (5)

მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცის მინისტრის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით “ვის რა აზრი აქვს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არის 728 დადასტურებული შემთხვევა, დამთავრდა!”.

მისი თქმით ყველა მონაცემი არის სწორი.

„ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი არის სწორი, დამალული არც ერთი არ არის. დაავადებული პაციენტების რაოდენობა, დღეს რაც გვყავს, ის არის – 728 პაციენტი და ვისაც ეჭვი ეპარება, რა ვიცი… ჩემს აზრებს აქ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჭეშმარიტება ერთია – არის 728 დადასტურებული პაციენტი, ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს, ამიტომ აი, აქ ლაპარაკს, ვის რა აზრი აქვს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არის 728 დადასტურებული შემთხვევა, დამთავრდა! ამას არ სჭირდება კომენტარები”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეიტანა და განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები