გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა. შესაბამისი უწყების მხრიდან ჩოლოიანისთვის ბრალის წარდგენა კავკასიის მედიცინის ცენტრში მოხდა, სადაც დაკავებულია მოთავსებული. გამომძიებელი 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე მოზარდის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა და საჭირო გახდა მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. ჩოლოიანი ამ დრომდე რჩება კლინიკაში და სწორედ აქვე მოხდა მისთვის ბრალის წარდგენაც.

დაკავებულის ადვოკატი, თეონა გვაზავა აცხადებს, რომ  ჩოლოიანის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლებრივ დევნას არ ეთანხმება და აღნიშნულ საქმეში არათუ მხოლოდ გამომძიებლის, არამედ არცერთი პოლიციელის მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას არ ჰქონია ადგილი და არც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულა იძულების მუქარა.

“არასრულწლოვანზე ზეწოლას მინიმუმ სამი თანამშრომელი ახორციელებდა” – საია პოლიციელების ვინაობის დადგენას ითხოვს

შეგახსენებთ, რომ მარიანა ჩოლოიანი იყო ის გამომძიებელი, რომელმაც დაკითხა 15 წლის ლუკა სირაძე. მოზარდმა დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და შენობის მე-9 სართულიდან გადახტა. ლუკა რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდზე ადგილი ქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, როგორც გამომძიებლის, ასევე რამდენიმე პოლიციელის მხრიდან. გამოძიება მიმდინარეობს და როგორც შსს აცხადებს, ამ დრომდე 70-მდე მოწმეა დაკითხული.

მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05