LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი პრემიერს კომენდანტის საათის გადაწევას და კურორტების გახსნას ურჩევს

79
kvrivishvili-660x330

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი პრემიერს კომენდანტის საათის გადაწევს ურჩევს. ქვრივიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია კომენდატის საათის, 1-2 საათით გადაწევა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამოქმედება.

„რა თქმა უნდა, თხოვნა არ ეხება სრულებით გაუქმებას, ჩვენ გვესმის რისკები. მისი 1 ან 2 საათით გადაწევა კერძო სექტორს და თითოეულ რეგიონს, სოფელს შესაძლებლობას მისცემს, შიდა თუ საერთაშორისო ტურიზმის ეკონომიკური სარგებელი არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქალაქზე, არამედ საქართველოს მასშტაბით განვავრცოთ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მან ზამთრის კურორტებზეც ისაუბრა და განმარტა რომ, ზამთრის კურორტებზე სასტუმროებთან ერთად საბაგიროებიც უნდა გაიხსნას.

„თუ ვსაუბრობთ ზამთრის კურორტებზე, განვიხილოთ ერთიანი ფორმით, არა მხოლოდ სასტუმროების, არამედ საბაგიროების ამოქმედებით, რადგან კერძო სექტორს ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, სრულფასოვნად, თუნდაც მოკლე ვადით მაინც უმასპინძლოს შიდა და თუნდაც ცოტა საერთაშორისო სტუმარს. საბაგიროების კონტექსტში განვმარტავ, რომ უფრო ნაკლები რისკია თავისი სპეციფიკიდან და აღჭურვილობიდან გამომდინარე, რაც მოთხილამურეებს სჭირდებათ. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თუნდაც მკაცრი რეგულაციებით, შევძლოთ აღსრულება და მონიტორინგი“,- დასძინა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები