LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი: „მზიური ჯაფარიძე ქართული სტუმარმასპინძლობის სახეა“

506
chineli-turisti

საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი აქვეყნებს პოსტს, სადაც მადლობას უხდის მესტიაში ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელს, რომელმაც ჩინელ გოგონას მისი კუთვნილი დიდი ოდენობის თანხა დაუბრუნა.

ამ ამბავმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა სოციალურ ქსელებში, სადაც სასტუმროს მეპატრონეს, მზიური ჯაფარიძეს უამრავ მადლობას უხდიდნენ ასეთი საქციელისთვის.

ჩინელ გოგონას მესტიაში სოლიდური თანხა დარჩა, რომელიც სასტუმროს მეპატრონემ დაუბრუნა

გურიაTV-ის ცნობით, მესტიაში ჩინელ ტურისტ გოგონას სოლიდური თანხა დარჩა

როგორც მარიამ ქვრივიშვილი წერს, ქალბატონი მზიური ქართული სტუმარმასპინძლობის სახეა.

გთავაზობთ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს და ფოტოს, რომელიც მან გამოაქვეყნა, ფოტოზე გადაღებული არიან მზიური ჯაფარიძე და ტურისტი გოგონა.

„ქალბატონი მზიური ჩვენი სტუმარმასპინძლობის სახეა დღეს.

ჩვენი ნიშა ტურიზმის მსოფლიო რუკაზეც ეს არის – უნიკალური ქართული კულტურა, რომელიც სტუმარმასპინძლობის მაგალითია ყველასთვის.

დიდი მადლობა ქალბატონ მზიურის ჩვენი ქვეყნისა და კულტურის ასეთი წარდგენისათვის.

„3 დღის წინ საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსულმა ჩინელმა გოგონამ, რომელიც 2 მეგობართან ერთად მესტიაში მზიური ჯაფარიძის საოჯახო სასტუმროში ცხოვრობდა, სასტუმროში სოლიდური თანხა, სახელფასო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაკარგა.

სასტუმროს მფლობელი, მზიური ჯაფარიძე გოგონას დაუკავშირდა და თანხა და საბუთები უკან დაუბრუნა. მზიური ჯაფარიძე საოჯახო სასტუმროს მესტიის ცენტრში 5 წელია, ფლობს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები