LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ კუბლაშვილის სასიყვარულო გზავნილი მეუღლეს – „უბრალოდ, გამაბედნიერა…“

853

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მეუღლეს, მსახიობ ლევან ხურციას ემოციური სტატუსით ულოცავს დაბადების დღეს და აღნიშნავს, რომ ლევანი მისი მეორე მეა.

„დღეს ჩემი მეორე მეს და ჩემი არსების დაბადების დღეა. კაცის, რომელმაც გამაოცა ყველაფრით, უსაზღვროდ შემაყვარა თავი და უბრალოდ, გამაბედნიერა… შეუძლებელია, სიტყვებით გადმოვცე მცირეოდენიც კი, რაც რეალურად ეს ადამიანია და საბედნიეროდ, მას ჩემი ქმარი ჰქვია! მადლობა ღმერთს ამ სიკეთისთვის! გილოცავ ჩემო სანატრელო მეუღლევ. მინდა, სულ იღიმოდე და ერთად ვზეიმობდეთ სიყვარულით სავსე დილის გათენებას ყოველ დღე… მადლობა იმისთვის, რომ უბრალოდ ხარ…❤️❤️❤️❤️Levan Fridonich Khurtsia მიყვარხარ!“ – წერს მარიამი „ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ წყვილი მცირე ხნის წინ დაქორწინდა და ახლახან შვილი შეეძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები