LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ გეგუჩაძე: ცხვრებთან ოცნების დეპუტატების შედარება მგონი ძალიან არაობიექტური იყო

1576
69746671-384300378841825-1649833638612697088-o-2019-09-08-08-18-23-003182-768x1024

“სირცხვილიას” აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე, დღეს მათ მიერ გაკეთებულ შედარებას ეჭვქვეშ აყენებს. როგორც ის ამბობს, ცხვრები ძალიან პრინციპულები არიან და ამიტომ, მათთან ოცნების დეპუტატების შედარება არაობიექტური იყო. 

"ეს შუა ვოლსკია" - პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს, რომლებსაც დეპუტატების სახელები აქვთ [ფოტოები]

აქციის მონაწილეები ცხვრებს მმართველი გუნდის წევრების სახელებს უწოდებენ.

“ცხვრებთან ოცნების დეპუტატების შედარება მგონი ძალიან არაობიექტური იყო. ცხვრები ისეთი პრინციპულები არიან.

ყველა ენაზე ვუხსნიდი სიყვარულს რომ პარლამენტამდე მიმყოლოდნენ. ერთი განსაკუთრებით ჯიუტობდა, ძაღლის, კატის, ენაზე. ინგლისურად, ფრანგულად…

რა არ ვცადე და არაფერმა გაჭრა,” – წერს მარიამ გეგუჩაძე.

დღეს მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა​ ​საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ცხვრები მიიყვანეს.

აქციაზე აცხადებენ, რომ „პარლამენტარები ცხვრებივით მისცემენ ხმას მთავრობის დამტკიცების საკითხს“.

“ფრაქცია ‘ქართული ოცნების’ დეპუტატები გიორგი გახარიას კანდიდატურისთვის ხმის მისაცემად პარლამენტში მივიდნენ” – ასე ასათაურებენ სირცხვილიას ივენთში, ცხვრების მიყვანის ფოტომასალას. 

უნდა დავიცვათ ახალგაზრდები - გიორგი გახარია

ეს არის ერთადერთი ძალა, რომლისგანაც ხელისუფლებას ვალდებულება აქვს, ყველაფერი მოითმინოს.

შეგახსენებთ, პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. კენჭისყრამდე  პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ მთავრობის ძირითად სამოქმედო მიმართულებებზე, მიზნებზე და გამოწვევებზე ისაუბრა.

ხალხის ხმა იქნება ჩვენი ძირითადი ძალა – რა პრინციპები ექნება გახარიას?

ასევე გახარიამ, 20 ივნისის მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები