LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ გეგუჩაძე: „ბოდიშს გიხდით, რომ მოსკოვებში და ხარკოვებში არ მქონია სწავლის სურვილი…“

1224
mariam-geguchadze-flag

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე კრიტიკას პასუხობს, რომელის მისი მისამართით გაისმა. მან სპეციალურად ამ თემისადმი მიძღვნილ პოსტში ჩამოთვალა მიზეზები, რატომ არ მოსწონს 90-იანი წლები.

გთავაზობთ მარიამის პოსტს:

„ვთქვი, რომ 90-იანები არ მომწონს და გაბრაზდნენ ვიღაცები:) ამიტომ მიზეზები უნდა განვმარტო.

ნანუკა ჟორჟოლიანი შვილის კრიტიკოსს პასუხობს: „ვერ იგებთ, ჩამოსულმა როგორ მივაღწიე წარმატებას...“

ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობს ქალბატონს, რომელიც მის ქალიშვილს, მარიამ გეგუჩაძეს აკრიტიკებს

1. 90-იან წლებში ერთმანეთს კლავდნენ.
2. იყო სამოქალაქო ომი.
3. იყო შიმშილი
4. უბნური დაპირისპირება
5. დავკარგეთ აფხაზეთი
6. ქურდები უფროსობდნენ სახელმწიფოზე.
7. იყო ყაჩაღობა
8. ნარკოტიკები
9. შუქი არ იყო
10. წყალი არ იყო
11. იყო გაი და მილიცია
12. არ იყო სწავლის შანსი

უკაცრავად, რომ უკან არ მინდა და არ მესმის, როცა მისტირით წარსულს.

პარიზში სწავლაზე აღშფოთებულ საზოგადოებას მინდა გითხრათ, რომ მანამდე  ამერიკაშიც ვსწავლობდი. იქ 50%-იანი დაფინანსება მქონდა და ახლა 80%-ით ვფინანსდები. ბოდიშს გიხდით, რომ მოსკოვებში და ხარკოვებში არ მქონია სწავლის სურვილი. ამიტომაც ვერ ვუგებთ ერთმანეთს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები