LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილის დაბრუნებას მივესალმები, მაგრამ მე არ დავბრუნდები – კვირიკაშვილი

154
MARGVELAsVILI KVIRIKASHVILI

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს. თუმცა აცხადებს, რომ მიესალმება გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიუხედავად საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე ექნება.

„გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები. მივიჩნევ, რომ ეს ადამიანი თავისი თვისებით არის აქტივი საქართველოსთვის მთლიანად და არა მარტო პოლიტიკისთვის.

მე პირადად არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას. მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ უბრალო მიზეზის გამო, რომ მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების დროს ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით. დღეს პოლიტიკაში ჩართვით არ მინდა, ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც მქონდა ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ როგორც საქართველოსთვის ყველაზე ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათასწლეულებისთვის საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. აქედან გამომდინარე არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნები გაჩნდეს“, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ფორტუნასთვის“ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რატომ გადაწყვიტა მშვიდი ცხოვრებიდან პოლიტიკაში დაბრუნება. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ნაბიჯების შემდეგ დუმილი უბრალოდ დანაშაულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები