LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი ვასაძეზე : 40 წელი ერთად გავატარეთ, ცხოვრებაში არავინ დაუჩაგრავს

1127
hbg

10 წლიდან ერთად ვარ, დავინახე, რომ მოხდა ლევანის დემონიზაციის მცდელობა, 40 წელია ერთად ვართ და ლევანს ცხოვრებაში არავინ დაუჩარგავს და არავის წინააღმდეგ ბოროტება არ ჩაუდენია“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა.

მარგველაშვილი ამბობს, რომ ლევან ვასაძის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებში კრიმინალის ნიშნები არ დაუნახავს.

„მიმაჩნია, რომ ქრისტიანობა გულისხმობს არა ძალადობას , ყოველშემთხვევაში მე რაც წავიკითხე, ათი წლის ასაკში, რომ დავიწყე ბიბლიის კითხვა. არცერთი მოწოდება არ ყოფილა ჩვენს რელიგიაში, რომ მიდი და სხვა ადამიანს თავი გაუტეხე. მე მესმის ეს რელიგია, როგორც შემწყნარებლობის და სიყვარულის.
მეორეს მხრივ, ლიბერალიზმი გულისხმობს, რომ ჩემი აზრი კი არაა მხოლოდ მისაღები, არამედ შენი აზრიც არის მისაღები და თუ სხვისი აზრი მისაღებია, რატომ არ არის იმათი შეხედულება მისაღები, რომელთაც პრინციპულად მიუღებლად მიაჩნიათ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია. მათაც ხომ აქვთ უფლება არ მოსწონდეთ. რათქმა უნდა, როცა ფიზიკურ დაპირისპირებაზეა იმ წუთას უნდა შევაჩეროთ, მაგრამ მათ აქვთ უფლება ასე დაინახონ სამყარო. ყველას უნდა მივცეთ თავისუფლების უფლება” – თქვა მარგველაშვილმა

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2272706419711662/

 

შეგახსენებთ, ლევან ვასაძისა და მისი თანამოაზრეების გეგმა უცვლელი რჩება. ვასაძემ დღეს პოლიციას მსვლელობის ორგანიზატორთა დაკავება მოსთხოვა და პირობა დადო რომ ლბტქ თემს მარშის გამართვის საშუალებას არ მისცემენ. ამასთან, ვასაძე  მხარდამჭერებს მოუწოდებს, კომბლები სხვენში შეაწყონ.

ვასაძე შსს-ს: სასწრაფოდ დააპატიმრეთ ექსტრემისტები

"ეს არის ის ერთი მუჭა ხალხი, რომელიც მათ უნდა ანაცვალონ მთელ ქართველ ერს"

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები