LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი: “საქართველოს უკვე აქვს საერთაშორისო სტაჟიანი თაღლითის იარლიყი”

51
fdfdfdfd

‘საქართველოს უკვე აქვს საერთაშორისო სტაჟიანი თაღლითის იარლიყი,” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება შეაფასა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთის წაგულიანების გარეშე ასეთი თავხედური ნაბიჯის გადადგმას” “ქართული ოცნება” ვერ შეძლებდა.

“ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, ხომ არ უკავშირდება დოკუმენტიდან გასვლა „ქართული ოცნების“ მხრიდან 43%-ის აღებას?” – ექსპეტი ვახტანგ ძაბირაძე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აფასებს

„ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე და საერთაშორისო იმიჯზე. ეს არის სახელმწიფო, რომელიც არცერთი ტიპის ხელშეკრულებას არ იცავს და უკვე საერთაშორისო სტაჟიანი თაღლითის იარლიყი აქვს. რანაირად უნდა იცხოვროს ამ სახელმწიფოში მოქალაქემ, როგორ უნდა დადოს ბიზნესში, სამართლებრივ საკითხებში ხელშეკრულებები, რადგან გარანტი, სახელმწიფო არის არაერთგზის სტაჟიანი საერთაშორისო თაღლითი.

მიზეზი არის ერთის მხრივ ნათელი სურათი იმასთან დაკავშირებით, რომ უბრალოდ, ყველა რესურსის მობილიზაციის ფონზეც კი, მათ შორის დარღვევების ფონზე, რომელიც შარშან განხორციელდა, ახლოს ვერ მიდის უზურპატორი ძალაუფლება იმ ბარიერთან, რომელსაც ხელი მოაწერა. ჩემი აზრით, ამის უკან დგას კიდევ შეგულიანება და მხარდაჭერა უფრო სხვა ძალის, რომელიც აძლევს სხვა გარანტიას ამ ჯგუფს, რომ უტიფრად შეინარჩუნებენ ხელისუფლებას ძალით, მოტყუებით, შანტაჟით, ჟურნალისტების ცემით. ასეთი ძალა არის მარტო ჩრდილოეთით და ასეთი ძალა არის მარტო რუსეთი. რუსეთის წაგულიანების გარეშე ასეთი თავხედური ნაბიჯის გადადგმა როგორც ქართული საზოგადეობის მიმართ, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, პოლიტიკაში ჩაუხედავი პერსონებისგანაც კი შეუძლებლად მიმაჩნია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები