LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი ლავროვის შესაძლო ვიზიტზე: არ შემოშვებით მოვიგებთ ღირსების მომენტს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ იმიჯს

169
Capture-36

საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გვერდი აუაროს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსეთის დელეგაცია ქვეყანაში შემოუშვას. სალომე ზურაბიშვილი ამას საპარლამენტო ასამბლეის რეგულაციებისა და ამ ორგანიზაციის პრინციპების პატივისცემით ხსნის.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსეთს ელოდება, ჩვენ კი მისგან და პარლამენტისგან ბოდიშს ველოდებით - რუსი დეპუტატი

"ქართული ოცნება" აპირებს რუსეთის დელეგაციას ლავროვის ხელმძღვანელობით უმასპინძლოს.

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, ევროსაბჭოს მინისტერიალს მაისში უნდა უმასპინძლოს. მინისტერიალში ფარგლებში შესაძლოა, რომ ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრებიც ესტუმრონ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.

თბილისში ლავროვის სავარაუდო ვიზიტზე ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ლავროვის არ შემოშვებით ჩვენ მოვიგებთ გარკვეულ ღირსების მომენტს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ქვეყნის იმიჯს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, სერგეი ლავროვის თბილისში შემოშვება ქვეყანას უფრო შანს აძლევს, რადგან საქართველო ევროპული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცევა.

“ლავროვის არ შემოშვებით ჩვენ შეიძლება გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. ისინი, ვინც სწორედ ლავროვისგან გვიცავენ. ისინი, ვინც აძლიერებენ ჩვენს არაღიარების პოლიტიკას. ლავროვის არ შემოშვებით ჩვენ მოვიგებთ გარკვეულ ღირსების მომენტს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს იმიჯს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში.

შეიძლება ჩვენზე თქვან, რომ ჩვენ არ გვესმის დიპლომატიის საფუძვლები. ლავროვის ჩამოსვლას, სავარაუდოდ, ქართული საზოგადოება შეხვდება მიუღებლობით. ამის ჩვენება, რომ ლავროვი არ გვინდა, ევროპა გვინდა და გიწევთ ანგარიშს და გაჩვენებთ ჩვენთვის ეს რამდენად მიუღებელია, ჩემი აზრით, ეს იქნებოდა ჩემი სცენარი”, — განაცხადა მარგველაშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში.

https://www.facebook.com/TVFormula/videos/462908431280904/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები