LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mannequin Challenge-მა ქართველებამდეც მიაღწია (ვიდეო)

91

პოპულარულ თამაშში ქართველი ფეხბურთელებმაც მიიღეს მონაწილეობა. Mannequin Challenge-მა ინტერნეტი დაიპყრო და მასში მთელი მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები ჩაერთვნენ. მარტო კრიშტიანო რონალდოს და ნბა-ს ვარსკვლავების ხსენება რად ღირს.

ამ სახალისო გასართობში თავის გუნდებთან ერთად მონაწილეობა გიორგი მერებაშვილმა და გიორგი მაკარიძემ მიიღეს.

მოგეხსენებათ, მერებაშვილი პოლონეთში, პლოცკის “ვისლაში” გამოდის, ხოლო მაკარიძე პორტუგალიაში “მორეირენსეს” კარს იცავს.

ისინი თანაგუნდელებთან ერთად გასახდელში “გაშეშდნენ”.

Мannequin сhallenge – პოპულარული ფლეშმობია. მისი არსი იმაშია, რომ ყველა მონაწილე ყოველდღიური საქმის კეთებისას უნდა გაქვავდეს და დროის გაჩერების ეფექტი შექმნას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები