ქისტი ქალბატონი თუმი დიშნი (ნონა ხანგოშვილი), სოციალურ ქსელში რეჟისორ ზაზა ურუშაძის გარდაცვალებას ვრცელი პოსტს უძღვნის.

საშინელი ტრაგედია….გული დამძიმდა…
ვერ წარმომიდგენია მისი სიკვდილი… სიცოცხლით სავსე ზაზა ურუშაძე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, საოცრად ადამიანური და დიპლომატი შემოქმედი, უნიჭიერესი რეჟისორი, ხელოვანი…
მასთან ყოველი საუბრისას კინოსამყაროს ახალი ჰორიზონტები იშლებოდა, პირადად ჩემთვის ცხოვრების უცხო და ახალი განზომილებების აღმოჩენა იყო კინოსამყაროს სახით…
ის საოცრად სამართლიანი და ღირსეული იყო…
ბოლოს ერთი თვის უკან შემეხმიანა… მადლობა გადამიხადა საქართველოს სიყვარულისთვის…
მეამაყებოდა, რომ “მანდარინების” რეჟისორი იყო და აფხაზეთში ჩადენილ ჩვენს შეცდომას პატიების ძეგლი დაუდგა “მანდარინების” სახით…
ეს იყო ფილმი ადამიანურ, უშუალო ურთიერთობებზე, რომ არ ღირს და თუ ღირს უნდა იცოდე სად აღმართო მახვილი, უნდა იცოდე, რომ ყველაზე ბასრი მახვილიც კი უძლურია ადამიანობის წინაშე…

ეს იყო ფილმი იმ ქართულ კასეტაზე, რომელსაც უსმენს ჩეჩენი ახმედი ფილმის ბოლოს, გაშლილი ქართული მანდარინების პლანტაციებს შორის მიმავალი…

იმ მომავალზე, რომელზეც ფიქრობს ახმედი, როცა უსმენს “ მე გადავცურავ ზღვას”, სადაც ქართული მიწის სურნელია, სადაც ძმობაა და ადამიანობა… და სადაც სიცოცხლის აზრია, ნამდვილი და უანგარო… რომელიც შეიძლება მოიპოვო ბრძოლის გარეშე…

ზაზამ ბრძოლის გარეშე მოიპოვა უანგარო, დაუყვედრებელი და ნაპატიები სიცოცხლე, ადამიანური ურთიერთობა ორ მოძმე ერს შორის.
დატოვა უვდავი კვალი ჩვენს ცხოვრებაში და თავის შემოქმედებაში…

ძალიან ვწუხვარ… ვიზიარებ საქართველოს წუხილს…
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული…
ჯერ კიდევ შემოდგომის ღამეს კიდევ ერთი ვარსკვლავი მოწყდა ცას, ჩაქრა და მიისვენა მარადისობაში…

საშინელი ტრაგედია….გული დამძიმდა…ვერ წარმომიდგენია მისი სიკვდილი… სიცოცხლით სავსე ზაზა ურუშაძე, ჯერ კიდევ…

Posted by Tumi Dishni on შაბათი, 07 დეკემბერი, 2019

მსგავსი თემები